მსოფლიო დღეს

რის შესახებ ისაუბრეს ტელეფონით პუტინმა და ერდოღანმა

ორი ქვეყნის ლიდერებმა მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების განვითარება და ეკონომიკური საკითხები განიხილეს
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ტელეფონით სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, იუწყება РИА Новости თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

როუჰანიმ ირანისა და თურქეთის შესაძლებლობებზე ისაუბრა

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სოჭის მემორანდუმის მიმართ.

„შედგა სატელეფონო საუბარი ჩვენს პრეზიდენტსა და ვლადიმირ პუტინს შორის. მათ სირიაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს და 22 ოქტომბრის სოჭის მემორანდუმის მიმართ თავიანთი ერთგულება დაადასტურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პუტინმა და ერგოღანმა მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების განვითარება და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

რუსეთის და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, 22 ოქტომბერს სოჭში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. კერძოდ, მასში მითითებულია, რომ თურქული ოპერაციის საზღვრებს მიღმა არსებულ ზონაში 23 ოქტომბრის შუადღის შემდეგ შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიელი სამხედრო მოსამსახურეები.