კოსტავას ქუჩაზე ტურისტს ავტომობილი დაეჯახა

უცხო ქვეყნის მოქალაქე პირველი არხის შენობის წინ გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, იუწყება პირველი არხი.

ქართველ დეპუტატს ავტომობილი დაეჯახა

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. სავარაუდოდ, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ავტომობილის ძღოლი, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, ადგილიდან არ მიმალულა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.