სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლებს ბათუმში კვერცხები ესროლეს - ვიდეო

ბათუმში სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მომიტინგეებმა მაყურებლებს კვერცხები და პეტარდები ესროლეს. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო
Sputnik

პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა თბილისში და სამი ბათუმში, რომლებიც საქართველოს კინო-თეატრებში შვედურ-ქართული წარმომავლობის რეჟისორის ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საპროტესტო აქციის ინიციატორები იყვნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარში“. მათ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს მიტინგი ფილმის პრემიერის წინააღმდეგ, რომელში მოთხრობილია ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება ამბიციური მეტოქის - ირაკლის შეყვარების შემდეგ.