მსოფლიო დღეს

კატრინ დენევი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფრანგული და მსოფლიო კინოს ლეგენდა, 76 წლის მსახიობი პარიზის გარეუბანში რეჟისორ ემანუელ ბერკოს ფილმის გადაღებისას შეუძლოდ გახდა.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი იშემიური ინსულტის დიაგნოზით პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, წერს გაზეთი Parisien.

ფრანგული მასმედიის ინფორმაციით, 76 წლის მსახიობი შეუძლოდ გახდა პარიზის გარეუბანში რეჟისორ ემანუელ ბერკოს ფილმის „სიცოცხლეში" გადაღებისას. ფილმი 2020 წელს გამოვა.

ფანი არდანი: მინდა ეშაფოტამდე ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით მივიდე

„საბედნიეროდ, მოძრაობის მხრივ არანაირი დარღვევა არ აღენიშნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება გონზე მოსასვლელად", – აღნიშნულია დენევის ნათესავების განცხადებაში.

კატრინ დენევი ფრანგული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის ლეგენდად უკვე კარიერის დასაწყისში იქცა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა „შერბურული ქოლგები", სადაც დენევმა მთავარი როლი შეასრულა. სურათმა კანის ფესტივალზე „ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა.

კატრინ დენევი გადაღებულია 120-ზე მეტ ფილმში, რომელთა რეჟისორები იყვნენ ჟაკ დემი, მარკო ფერერი, ლუის ბუნუელი, ფრანსუა ტრიუფო, ფრანსუა ოზონი და სხვ.

კატრინ დენევი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მისი მონაწილეობით არაერთი ფილმი დაჯილდოვდა პრესტიჟული პრემიით, მათ შორის „ოქროს პალმის რტოთი" და „ოსკარით".