თბილისში ბინების ფასები ლარში გაიზარდა, ხოლო დოლარში – შემცირდა

საქართველოს დედაქალაქში მოთხოვნა ძირითადად ახალაშენებულ საცხოვრებელზეა – იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 15,1 ათასზე მეტი ბინა და სახლი გაიყიდა.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ფასები საცხოვრებელზე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, 2018 წლის ბოლოსთვის არსებულ მონაცემებთან შედარებით, ლარში გაიზარდა 6,6%-ით, ხოლო დოლარსა და ევროში, შესაბამისად, 4%-ით და 0,8%-ით შემცირდა. ასეთია TBC Research-ის კვლევის შედეგები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასები უცხოურ ვალუტაში კვლავ შემცირდება.

საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა

ეს, ექსპერტების აზრით, 2019 წლის იანვარში დაკრედიტების წესების გამკაცრებას უკავშირდება.

კვლევის თანახმად, ძირითადად ყიდულობენ ახალ საცხოვრებელ ფართებს. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით თბილისში გაიყიდა 1,1 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის (-2,5%) 15,1 ათასზე მეტი ახალი ბინა და სახლი (-1,9%).

რაც შეეხება მეორად საცხოვრებელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით გაიყიდა დაახლოებით 9,4 ათასი ბინა და სახლი (-7,8%), რომელთა საერთო ფართობია 600 ათასი კვადრატული მეტრი (-2,5%).

გასულ წელთან შედარებით გაიზარდა მრავალბინიანი სახლების მშენებლობის ნებართვების რაოდენობა – 149 (+40%). ამასთან საცხოვრებლის საერთო ფართი გაიზარდა 81%-ით და 703 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა.

რა იცვლება შენების წესებში... გამარტივდება თუ არა რეგულაციები?>>

ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა დიდი დიღმის (41), საბურთალოსა (26) და სამგორის (19) რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები – კრწანისში (4), ჩუღურეთსა (4) და დიდუბეში (7).