მსოფლიო დღეს

ამერიკელი ექს-დიპლომატი აშშ-ს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებისკენ მოუწოდებს

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნახევარკუნძულის რუსეთის ნაწილად აღიარება გონივრული იქნება, ვინაიდან მისი მოსახლეობა ყოველთვის მნიშვნელოვანწილად რუსულენოვანი იყო.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ამერიკული დიპლომატიური უწყების ყოფილმა თანამშრომელმა დენის ორტბლადმა გამოცემა National Interest-ისთვის მომზადებულ პუბლიკაციაში განაცხადა, რომ აშშ-ის მხრივ ყირიმზე რუსეთის სტატუსის აღიარება ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯია მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. 

რუსეთი ყირიმში ეროვნული ავტონომიის შექმნას ანაქრონიზმად აფასებს

ორტბლადის თქმით, ვაშინგტონი ადრე სანქციებს იმისთვის იყენებდა, რომ იძულებული გაეხადა მოწინააღმდეგე, წასულიყო კომპრომისზე, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებით ეს არაეფექტური გამოდგა.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნახევარკუნძულის რუსეთის ნაწილად აღიარება გონივრული იქნება, ვინაიდან მისი მოსახლეობა ყოველთვის მნიშვნელოვანწილად რუსულენოვანი იყო.

ორტბლადის აზრით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების აღდგენისკენ მიმართული სხვა მნიშვნელოვანი მოქმედებები, ეს შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების განახლება, ნატო-ს როლის გადახედვა და ასევე სტუდენტების გაცვლითი პროგრამების აქტივიზაციაა.