სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ომალოში ყოველ კვირას იფრენს

თუშეთისკენ საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ფშავი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-72-ე კმ მონაკვეთზე.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თუშეთში გზის გახსნამდე სოფელ ომალოს მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეიდან ყოველკვირეულ რეისებს შეასრულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველია არხი.

თუშეთისკენ საავტომობილო გზა უხვი თოვლის გამო დაკეტილია. კერძოდ, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ფშავი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-72-ე კმ მონაკვეთზე.

შემოდგომის თოვლი... საქართველოს მთებში მოთოვა

ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შეასრულებს რეისს და მგზავრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან აიყვანს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის განცხადებით, ვერტმფრენით უფასო მგზავრობა მხოლოდ ადგილობრივებს შეეძლებათ, რისთვისაც სიაში წინასწარ ჩაწერა იქნება საჭირო.

თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია და ოქტომბრიდან მაისამდე, ზამთრის სეზონზე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება.

ყველაზე პრობლემური – თუშეთის გზა ორ წელიწადში უსაფრთხო გახდება >>>

ომალოს მიმართულებით მესაზღვრეების ვერტმფრენი თუშეთის საავტომობილო გზის გახსნამდე იფრენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.

ფშავი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ამ პერიოდში მაღალმთიანეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.