ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

საკრედიტო თაღლითობა და სპეცოპერაცია: პოლიციამ 16-კაციანი ჯგუფი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითური ჯგუფი 16 ადამიანისგან შედგებოდა, რომლებსაც მკაფიოდ ჰქონდათ გადანაწილებული როლები.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. რუსეთში დააკავეს თაღლითების ჯგუფი, რომლებმაც ათასზე მეტი ადამიანი მოატყუეს კრედიტების გაფორმებისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის შსს-ს ოფიციალურ წარმომადგენელ ირინა ვოლკზე დაყრდნობით. 

თაღლითი ფენომენი: ფოტოგრაფიული მეხსიერების მქონე მოლარემ ბანკის 1300 კლიენტი გაძარცვა

მისი თქმით, თაღლითური ჯგუფი 16 ადამიანისგან შედგებოდა, რომლებსაც მკაფიოდ ჰქონდათ გადანაწილებული როლები.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრებიდან ერთნი პოულობდნენ სესხის აღებით დაინტერესებულ პირებს, მეორენი არწმუნებდნენ პოტენციურ კლიენტებს, რომ მათი ფირმა, გარკვეული გასამრჯელოს ფასად, გარანტირებულად დაუმტკიცებდა საჭირო რაოდენობის სესხს ნებისმიერ ბანკში, მესამენი ქოლ-ცენტრის თანამშრომლების ფუნქციას ასრულებდნენ, დანარჩენები კი ინტერნეტში ფირმის რეკლამის განთავსებაზე აგებდნენ პასუხს.

თაღლითთა ჯგუფის დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაცის დროს 25 ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია ბლანკები, ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და სიმ-ბარათები.

ამ დროისათვის ოთხი ფიგურანტი დაკავებულია, დანარჩენები კი გაუსვლელობის ხელწერილით არიან გათავისუფლებული. გამოძიება გრძელდება.