თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უმუშევრობა, პრობლემები განათლების სფეროში და უსაფრთხოება საქართველოს მთავარი გამოწვევებია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გადადგა>>
მანამდე მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ თანამდებობა დატოვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე 2018 წლის ივლისიდან მუშაობდა. ვინ დაიკავებს მინისტრის სავარძელს, ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით გააგრძელებენ ეფექტიან შრომას", – განაცხადა გახარიამ.
განათლების მინისტრი გადადგა, სამინისტრო კი ისევ ორ ნაწილად იყოფა>>
საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხი წელი გაგრძელდება და მიმართულია იქით, რომ საქართველოს კავკასიის რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს.