ბიჭი შეყვარებულს თმას უსწორებდა, ამ დროს კი უხერხული სიტუაცია შეიქმნა – სახალისო ვიდეო

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელიც წყვილს შორის შექმნილ უხერხულ სიტუაციას ასახავს, რისი მიზეზიც ბიჭის მიერ საყვარელი ფეხბურთის ყურება გახდა.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რომ ბიჭი გოგონას თმას უსწორებს, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაგრძელებული თმის ნაწილი სძვრება, კაცს კი ჰგონია, რომ ტელევიზორის ყურებისას შემთხვევით თმა მოსწყვიტა და მომძვრალ ნაწილს ჯიბეში მალავს.