ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ბასილაშვილი ვარჯიშს დაუბრუნდეს, თუმცა, იმედია, ქართველი სპორტსმენის რეაბილიტაციის პროცესი უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაივლის.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, ამის შესახებ ჩოგბურთელმა Instagram-ზე დაწერა.

"ხვალ მარჯვენა იდაყვზე ოპერაციას ვიკეთებ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მომავალში თავისუფლად თამაშს შევძლებ", – დაწერა ბასილაშვილმა გუშინ, საღამოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა

რამდენიმე საათის შემდეგ კი მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გადახვეული ხელი ჩანს და ამით ხელმომწერებს ამცნო, რომ ოპერაცია დასრულდა.

2019 წლის პირველი ნახევარი ქართველი ჩოგბურთელისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. 27 მაისს ნიკამ საკუთარ კარიერაში პიკს მიაღწია, როცა ATP-ს რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა. სეზონის ბოლოს კი სპორტსმენის პოზიცია გაუარესდა – იგი ათი საფეხურით ჩამოქვეითდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – 2019 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1 549 169 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ATP-ს სერიის ტურნირებზე მან 28 შეხვედრა მოიგო და 23 წააგო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ბასილაშვილი დაუბრუნდეს ვარჯიშს.