ყვითელი ამბები

„გადაწყვიტა ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს“ – ნანუკა კიანუ რივზის შეყვარებულს იცავს

პოპულარული მსახიობი, 55 წლის კიუანუ რივზი საზოგადოებაში ახალ შეყვარებულთან, მხატვარ ალექსანდრა გრანტთან ერთად ორი დღის წინ გამოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ცნობილი კინოვარსკვლავის კიანუ რივზის გარშემო ატეხილ მითქმა-მოთქმას ეხმაურება.

აღმოჩნდა, რომ ყველასგან დაწუნებული კიანუ რივზის რჩეული, 46 წლის მხატვარი ალექსანდრა გრანტი ნანუკას ძალიან მოსწონს.

„უბრალოდ ქალმა გადაწყვიტა ჭაღარა თმა არ შეიღებოს და ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს. ტუჩები არ დაიბეროს და კისრის ნაოჭიც ადგილზე დატოვოს. მშურს ყველა ასეთი ქალის. რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია კარდაშიანების სამყარო. კიდია ასაკი, ნაოჭი“, – წერს ტელეწამყვანი და იქვე დებს ფოტოს, რა მოხდებოდა, ქალს რომ თმები შეეღება, წამწამები დაეკრა, ნაოჭები გაექრო და ტუჩი გაეზარდა.

რისთვის გადაუხადა მადლობა კიანუ რივზმა ქართველ ფოტოგრაფს

პოპულარული მსახიობი 55 წლის კიუანუ რივზი საზოგადოებაში ახალ შეყვარებულთან, მხატვარ ალექსანდრა გრანტთან ერთად ორი დღის წინ გამოჩნდა. ინფორმაციას Promiflash-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეყვარებულები ლოს-ანჯელესში საქველმოქმედო ფესტივალზე LACMA Art + Film-ზე მივიდნენ.  

მასმედიის ინფორმაციით, კიანუ რივზს და ალექსანდრა გრანტს რამდენიმე თვეა სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. თუმცა აქამდე წყვილი ამის აფიშირებას არ ახდენდა. მსახიობი და მხატვარი პირველად ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ შეხვდნენ. ისინი თანამშრომლობდნენ ფილმებზე („ჩრდილი“ და „ბედნიერების ოდა“ ) მუშაობისას. გრანტი ამ ფილმების ილუსტრაციების ავტორია.