ვიდეოში მარტა ჰყვება, რომ ნამდვილმა მშობლებმა ის გაყიდეს და მოხვდა ოჯახში, სადაც მუდმივად ძალადობდნენ მასზე, ჰქონდა გაჭირვებული ყოფა. სკოლაში რომ ევლო, ამისთვის ფიზიკურად მუშაობდა, უფიქრია თავის მოკვლაზეც, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადადგა. ამბობს, რომ მას უშველა კულინარიამ, რომლის გამოც პროექტში მოხვდა. მან ამ ყველაფერს გაუძლო, იბრძოლა, ახალი ცხოვრება დაიწყო და უნდა, რომ სხვებისთვისაც გახდეს მაგალითი.