დავით საგანელიძე ჩინეთისა და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდა

საპარტნიორო ფონდს ჩინურ კომპანიებთან მოლაპარაკებებისას საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვის იმედი აქვს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ შანხაიში განიხილა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან სი ძინპინთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ნათქვამია ფონდის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული დელეგაცია და ბიზნესმენები მეორედ მონაწილეობენ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. ღონისძიება მონაწილე ქვეყნებს ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. როგორც მანამდე საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, ეს არის უნიკალური შანსი საქართველოსთვის – გაზარდოს ექსპორტი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის და ახალი პოლიტიკის წყალობით, რომელიც ჩინეთში იმპორტის ზრდას გულისხმობს.

გასვლა ჩინეთზე – საქართველო ეკონომიკურ ატაშეებს ამზადებს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია საგანელიძის ხელმძღვანელობით შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საგანელიძემ უკვე მიიღო მონაწილეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ოფიციალურ მიღებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს-წრეებთან, კერძო და სამთავრობო კომპანიებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე ძალაშია და საქართველოს ხელისუფლება ყველანაირ ძალისხმევას ახდენს საქართველოში ჩინელი ბიზნესმენების ინტერესის გაზრდისთვის.