ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

სუნი – ეს პირველი ზარია: რა დაავადებების რისკზე მეტყველებს სხეულის სუნები

უმაღლესი კატეგორიის პედიატრის განმარტებით, არსებობს სხეულის განსაკუთრებული სუნები, რომლებიც კიბოს, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებზე გვაძლევს შეტყობინებას.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. არსებობს სხეულის განსაკუთრებული სუნები, რომლებიც კიბოს, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებზე გვაძლევს შეტყობინებას, აცხადებს რუსეთის უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ლინა მურადოვა. 

მისი თქმით, მედიკოსებმაც და პაციენტებმაც ყურადღება უნდა მიაქციონ არა მარტო სპეციფიკურ სუნს პირის ღრუში (რომელიც სტომატოლოგიის, ოტოლარინგოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის სფეროები შეიძლება იყოს), არამედ კანზეც.

სიკვდილის სუნი: როგორ გრძნობს ადამიანი აღსასრულის მოახლოებას

პედიატრი გვაფრთხილებს, რომ „როგორც წესი, სუნი დაავადების პირველი ზარია“ და, შესაბამისად, მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

მურადოვა აღნიშნავს, რომ სუნი პირის ღრუში შესაძლოა მიუთითებდეს ქრონიკურ ტონზილიტზე, გასტრიტსა თუ გასტროეზოფაგეალურ რეფლიუქსზე, ასევე თირლკმელების პრობლემებსა და გაუწყლოების მძიმე ფორმებზე, სხეულის სუნი კი კიდევ უფრო მძიმე დაავადებებზე შეიძლება მეტყველებდეს.

მაგალითად, თუ სხეულიდან ნეკერჩხლის სიროფის სუნი იგრძენით, ეს, შესაძლოა, ზოგი ამინომჟავის ცვლის თანდაყოლილ დარღვევაზე მიუთითებდეს, აცეტონის სუნი – დიაბეტზე, ლუდის მკვეთრი სუნი კი ტუბერკულოზის ღია ფორმაზე.

მურადოვას თქმით, არსებობს სხეულის განსაკუთრებული სუნები, რომლებიც კიბოს, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებზე გვაძლევს შეტყობინებას.

აღსანიშნავია, რომ პედიატრის განმარტებით, სუნებთან დაკავშირებული ვარაუდები მაინც შედარებითია და მკაფიო საფუძველი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ექიმის თქმით, სხეულის სუნებს მაინც უნდა მიექცეს ყურადღება, ვინაიდან ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო – კანი სუნს უსაფუძვლოდ არ გამოსცემს.