ფრთხილად, მძღოლებო! სიმთვრალეზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს

დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია, რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები მკაცრდება, კერძოდ,  სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

„მეტი სიცოცხლისათვის“ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი  წარუდგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება მოხდება. საჯარიმო სანქცია კი სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.

ნინო ჯავახაძის თქმით, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია, რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

ავარია ფოთში – არიან დაშავებულები >>

გარდა ამ ცვლილებისა, შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა, სანქციის სახით, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.