ავტოავარია ფოთში – დაშავებულია ერთი ადამიანი

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა კოკაიას ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ბახმაროს გზაზე ავტომობილი ამოტრიალდა – არიან დაშავებულები

დაშავებული მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაშავებულს გულ-მკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება.

დაზიანებული მანქანიდან იღვრება საწვავი, რის გამოც სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.