სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას დღეს ილია მეორე აღავლენს

სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეს პატრიარქის პირველი საკვირაო ლოცვა იქნება. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი გახარია: საქართველოს პატრიარქი ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა

სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეს პატრიარქის პირველი საკვირაო ლოცვა იქნება. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს.

წინა კვირას, 27 ოქტომბერს ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.