პეტრე ცაავა: სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს

წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს, განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა პირველად აღავლინა >>

წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს მიტროპოლიტის წოდება ჩამოართვა, რადგან მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. 

როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, ის საჯარო აქტიურობას გააგრძელებს.

„იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო აქ საჯარო აქტიურობა. გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომა იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში. რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან. რათა საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს, როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდეს, მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კუთხით, არის ჩემი ინიციატივა“, - განაცხადა პეტრე ცაავამ პირველი არხის ეთერში.
ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისათვის

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ხუთშაბათსვე ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა გამწესდა შიომღვიმის მონასტერში, მაგრამ ყოფილმა მიტროპოლიტმა ითხოვა გამწესება იჩხურის მონასტერში, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარეობს. ამაზე პატრიარქისგან უარი მიიღო, თუმცა, მისი განცხადებით, შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს.

საეკლესიო სკანდალი – ეპარქიის სასულიერო პირები მიტროპოლიტის რეზიდენციაში იკრიბებიან >>

რაც შეეხება სინოდის მომდევნო კრებას, ტელეკომპანია Rustavi2 „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება და მასზე სასულიერო პირები მეუფე პეტრეს მსახურებიდან განყენებას მოითხოვენ.