დიდთოვლობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე საავტომობილო გზაზე, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 43-47-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 147-157-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სვანეთის გზებზე თოვლის გამო შეზღუდვები ამოქმედდა

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-53-ე კმ (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 16-33-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 12-72-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის 1-1ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღეს ასევე შეიზღუდა მოძრაობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ზემო ლარსი დღეს: სატვირთოების მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა >>

ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.