თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. წყალტუბოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.