„სამხედრო გზაზე" ავტომობილების მოძრაობა აღდგა

თოვის გამო დღეს, დილიდან გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფაწმინდა–ლარსის გუდაური–კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო დღეს მთელი დღის განმავლობაში გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ კი გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად განახლდა.