ორი დაღუპული და 11 დაშავებული: ავტოავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა.
Sputnik

 

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

სამეგრელოში ავარიისას დაშავებული 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად  დაიღუპა მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ცოლ-ქმარი. დაშავებულები კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო, რაც ითვალისწინებს ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.