თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მუნიციპალური კომპანია "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო. სწორედ მისი მეშვეობით ექნება თბილისს ახალი, 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხე.
ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.