ეფექტური სამეუნეო საქმიანობისათვის: სნო, აჩხოტი და გორისციხე ზედმეტი წყლისაგან განიტვირთა

საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული სადრენაჟო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 45 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთის გამოყენება გახდა შესაძლებელი,
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის  მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს მელიორაციის მიერ განხოციელებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად , ყაზმების მუნიციპალიტეტში დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.

სიღნაღის რაიონში ზეთისხილის მოსავალს იღებენ

სამინისტროს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების: სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას,  სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

საქართველოს მელიორაციის მიერ განხოციელებული სამუშაოების შედეგად 45  ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება.