თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის, Ан-24-ის ბორტგამცილებელ ქალს, რომელმაც 43 ადამიანი გადაარჩინა, რუსეთის პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა, იუწყება რუსული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ივნისს, კომპანია „ანგარას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი Ан-24 იძულებული გახდა, ავარიულად დაშვებულიყო ნიჟნეანგარსკის აეროპორტში. თვითმფრინავს ჰაერში ერთ-ერთი ძრავი გაუჩერდა. დაჯდომის დროს ლაინერი ასაფრენ ზოლს გასცდა და გამწმენს ნაგებობებს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
ხომალდის კაპიტანი და ბორტმექანიკოსი ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო მეორე მფრინავმა ავარიული გასასვლელით გააღწია გარეთ.
ბორტგამცილებელმა ელენა ლაპუცკაიამ მარტომ მოახერხა მგზავრების ევაკუაცია. მან სწრაფად გახსნა ავარიული გასასვლელები და დასაღუპად განწირულ ადამიანებს სამშვიდობოს გასვლაში დაეხმარა. სწორედ მისი დამსახურებით გადარჩა 43-ვე მგზავრი ცოცხალი.