ზესტაფონში 22 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

ახალგაზრდამ დილით დედა სამსახურში მიაცილა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და საპირფარეშოში თავი ჩამოიხრჩო
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ზესტაფონში ახალგაზრდა ბიჭმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Inforustavi.

თვითმკვლელობების სტატისტიკა საქართველოში: ომბუდსმენი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ დილით დედა სამსახურში მიაცილა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და საპირფარეშოში თავი ჩამოიხრჩო.

მისი ცხედარი საპირფარეშოში პატარა დამ ნახა.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის  უცნობია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.