მსოფლიო დღეს

სროლა ტეხასში კურსდამთავრებულთა წვეულებაზე: არიან დაღუპულები 

მსროლელი მომხდარის ადგილიდან მიიმალა და ჯერ კიდევ თავისუფალია, პოლიცია მის სამძებრო ოპერაციას ატარებს
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ტეხასის შტატში უცნობმა პირმა გახსნა ცეცხლი კურსდამთავრებულთა წვეულებაზე შეკრებილი ადამიანების მისამართით, იუწყება USA Today.

გაზეთის მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 14 დაჭრილია.

სროლა მოხდა ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალის, A&M-ს კურსდამთავრებულთა წვეულებაზე. მედიის განცხადებით, ღონისძიება იმართებოდა ღამის კლუბში და სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

პოლიციის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში სამი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ოლქის შერიფის ოფისმა Twitter-ში დაწერა, რომ დამნაშავე თავისუფალია და მას ეძებენ.