რატომ გაქრა აფთიაქებიდან შეღავათიანი მედიკამენტები

ჯანდაცვის სამინისტროში დაასახელეს თარიღი, როდის გამოსწორდება სიტუაცია საქართველოს აფთიაქებში შეღავათიანი მედიკამენტების კუთხით
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს აფთიაქებში 35-დან ათი დასახელების წამლის დეფიციტია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად იყიდება, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.

საქართველოს ყველა კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ტარიფი ერთნაირი იქნება >>

2017 წლის ივლისიდან პროგრამით 60 ათასზე მეტი მოქალაქემ ისარგებლა. პროგრამა ეტაპობრივად ფართოვდებოდა და სულ უფრო მეტი რაოდენობის მოქალაქეს და მედიკამენტს მოიცავდა. ბოლო დროს პროგრამის მონაწილეები ჩივიან, რომ აფთიაქებში დასახელებული სიიდან ბევრი წამალი არ არის.

„ბოლო ხანებში გარკვეული შეფერხებები შეიქმნა წამლების აფთიაქებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. ათამდე დასახელების წამალზე შესყიდვის პროცესი გახანგრძლივდა, რამაც ამ მედიკამენტის დეფიციტი გამოიწვია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
„ორ-სამჯერ იაფია” - კახა კუკავა მედიკამენტებს თავის ფასში გაყიდის

ძირითადად ეს ეხება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო წამლებს. დეფიციტშია ასევე ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები.

„არის შემთხვევები, როდესაც ტენდერი იშლება და მეორედ ცხადდება. ამჟამად ველოდებით მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას, რის შედეგად აფთიაქებში წამლების მარაგი შეივსება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ წამლები საქართველოს 188 აფთიაქში იყიდება.

გაბუნიას თქმით, აფთიაქები შეღავათიანი წამლებით დეკემბრის დასაწყისიდან შეივსება.

„იმედი გვაქვს, ეს ხარვეზები მალე გამოსწორდება. ვფიქრობთ ამ მექანიზმიhttps://sputnik-georgia.com/society/20190831/246379083/romeli-soflebis-mosaxleoba-miiRebs-wamlebs-erT-larad.htmlს გადახედვას, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ტიპის დაყოვნებები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რომელი სოფლების მოსახლეობა მიიღებს წამლებს ერთ ლარად >>

ერთ ლარად მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ პენსიონერებს, ვეტერანებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს, შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას, სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც 100 ათასზე ნაკლები ქულა აქვთ მინიჭებული.

საუბარია პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ.