ცნობილი ფრანგი პიანისტი-ინტელექტუალი დავიდ ფრაი თბილისში წარდგება

მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში 38 წლის პიანისტსა და უამრავი ჯილდოს მფლობელს პიანისტ-ინტელექტუალსა და პოეტს უწოდებენ
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსი, ცნობილი ფრანგი პიანისტი დავიდ ფრეი (David Fray) თბილისში 17 დეკემბერს კონცერტს გამართავს, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები Facebook–ზე.

კონცერტი გაიმართება საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე.

თბილისში კამერული მუსიკის ფესტივალი ნოემბერში გაიმართება

დავიდ ფრეი მსოფლიო საფორტეპიანო ხელოვნების ვარსკვლავია. მან საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა 2008 წელს, ბახის ნაწარმოებების არაჩვეულებრივი შესრულების წყალობით. პრესაში მას უწოდებენ „პოეტს" ან „ინტელექტუალ პიანისტს".

ფრეიმ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა ოთხი წლის ასაკში დაიწყო და სწავლა განაგრძო ცნობილი ფრანგი პიანისტისა და მასწავლებლის ჟაკ რუვიეს ხელმძღვანელობით პარიზის უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში. 90-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მას, როგორც ახალგაზრდა პიანისტს უამრავი პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.

38 წლის ასაკში ფრეი ფლობს უამრავ ჯილდოს, მათ შორის პრესტიჟულ გერმანულ პრემიას Echo Klassik (ნომინაციაშო „წლის ინსტრუმენტალისტი“) და პრემიას „ახალგაზრდა ტალანტი“, რომელიც რურში საფორტეპიანი ხელოვნების ფესტივალზე მიენიჭა.

2008 წელს BBC Music Magazine-ის ვერსიით დასახელდა „წლის ახალბედად“, 2004 წელს მონრაელის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე მიიღი გრან-პრი და პრიზი საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. ფესტივალის ინიციატორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, იმჟამად თბილისის კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი. ღონისძიება ყოველ წელს დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.