გურჯაანში ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი დაიღუპა

სავარაუდოდ, ცეცხლი გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა, ქალი კი დაკვამლიანებამ იმსხვერპლა.  
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. გურჯაანში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

თბილისში ხანძარი გაჩნდა

შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე  გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა.

სამწუხაროდ, მაშველებმა 60 წლამდე ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

სავარაუდოდ, ცეცხლი გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა, ქალი კი დაკვამლიანებამ იმსხვერპლა.  

ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ცდილობდნენ.