რა ეწერა წერილში, რომელიც მალხაზ კობაურმა სმიტების ახლობლებისგან მიიღო

სმიტების ოჯახის  მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატები, პენიტენციარული სამსახურისგან მათთვის წერილის შინაარსის გაცნობას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მალხაზ კობაურმა, რომელიც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის არის გასამართლებული, აშშ-დან რაიან და ლორა სმიტების ახლობლებისგან წერილი მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გამოძიების მტკიცებით, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი გასული წლის ზაფხულში ხადას ხეობაში ადგილობრივმა მწყემსმა, 19 წლის მალხაზ კობაურმა დახოცა.

„კობაური საქართველოს წინააღმდეგ" – სმიტების საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

ამერიკიდან მოსული წერილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კობაურს გააცნო, თუმცა, ადვოკატებს მისი წაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„ამ წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა გააცნო და წაიღო უკან, თითქოსდა, სასამართლოზე წარდგენის მიზნით, თუმცა სასამართლო პროცესები ამ საქმეზე უკვე დასრულებულია" , - აცხადებენ ადვოკატები.

ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ, თუ რამდენად სწორად გააცნეს ციხეში წერილი მწყემსს, რომელმაც ინგლისური არ იცის.

„ჩვენ დავწერეთ განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვებაზე და მნიშვნელოვანია, ჩვენც გავეცნოთ ამ წერილს, რადგან სმიტების ახლობლებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცემია", - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ მალხაზ კობაურის საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ცნობით კი, მსჯავრდებული მალხაზ კობაურისთვის განკუთვნილი წერილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აშშ-ს საელჩოდან მიეწოდა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს დოკუმენტი უთარგმნეს და გააცნეს, წერილი პატიმრის პირად საქმეშია და მასზედ წვდომა შეზღუდული არ აქვს“, - განუცხადეს უწყებაში Rustavi2-ში.

მალხაზ კობაურს თავისუფლების უვადო აღკვეთა შეუფარდეს

ექვსი წლის წინ საქართველოში დასახლებული ამერიკული ოჯახის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა და ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა.

2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. ბრალდების მხარის მტკიცებით , ახალგაზრდა მამაკაცმა ტურისტების გიდობა ითავა და ოჯახი მიყრუებულ ადგილზე შეიტყუა. აქ მან დახოცა მამა და შვილი, რის შემდეგაც გააუპატიურა ლორა სმიტი და მდინარეში დაახრჩო.

მალხაზ კობაურს 2018 წლის 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 2019 წლის 27 მარტს კი მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა.