თბილისელები ბრაზილიური კინოს სიახლეებს გაეცნობიან

მაყურებელი ბრაზილიური კინობაზრის საუკეთესო ნიმუშებს მთელი კვირის განმავლობაში გაეცნობა
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ბრაზილიური ფილმების მეექვსე კინოფესტივალს (Tbilisi Brazilian Film Festival) ბაიოპიკი ბრაზილიელ ფსიქიატრზე „ნიზე - სიგიჟის გული" გახსნის, რომელშიც მთავარ როლს გლორია პირესი ასრულებს. ფესტივალი 25-31 ოქტომბერს გაიმართება.

სეულში ქართული კინემატოგრაფის დღეები მიმდინარეობს

ფესტივალის მიზანია ახალი ბრაზილიური კინოს მხარდაჭერა, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და ქართველი და ბრაზილიელი კინომატოგრაფების დაახლოება.

ღონისძიება საქართველოში ბრაზილიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელი იხილავს ბრაზილიური კინემატოგრაფის სიახლეებს. პროგრამაშია ექვსი მხატვრული ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების საღამო.

პირველი ჩვენება 25 ოქტომბერს კინოს სახლის დარბაზში (კაკაბაძეების 2) 19:00 საათზე დაიწყება.

მაყურებელი, გარდა ფილმისა „ნიზე - სიგიჟის გული" (Nise: The heart of Madness), ასევე იხილავს ფილმებს Bingo: The King of The Mornings, Vazante, Just Like Our Parents, Ballroom და სხვა.

ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე (პორტუგალიურად) ინგლისური ტიტრებით.

ქართული კინო ესპანეთის დასაპყრობად მიემგზავრება>>

კინოფესტივალის ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა 2012 წლიდან 50-მდე ბრაზილიური ფილმის ნახვა შეძლო. დასწრება ფესტივალზე, ტრადიციულად, უფასოა. მოსაწვევი ბარათები სეანსის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გაიცემა.