ერთი დაღუპული და სამი დაშავებული – სამეგრელოში ავტომანქანა დაიწვა

ავტოავარია ცოტა ხნის წინ მესტია-ჯვარის ავტომაგისტრალზე მოხდა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი–მესტია–ჯვარის გზაზე, სოფელ ნაწულუკუში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ერთი დაღუპული და სამი დაშავებული – სამეგრელოში ავტომანქანა დაიწვა

მისი ინფორმაციით, ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

ნიკა ლატარია