ჩინეთიდან ევროპისკენ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით პირველი მატარებელი დაიძრა

მატარებელი ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით ჩინეთის სიანიდან პრაღაში საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთულ 42 კონტეინერს გადაზიდავს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. პირველი შეუფერხებელი სარკინიგზო გადაადგილება ევროპაში ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფნით დაიწყო. მატარებელს ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით ჩინეთის სიანიდან პრაღაში საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთულ 42 კონტეინერი გადააქვს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით მოძრაობს, გახდება პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ევროპის მიმართულებით ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტს თურქეთში მდებარე მარმარის გვირაბის გავლით გაივლის.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა გაგრძელდება

ახალი სარკინიგზო მარშრუტის შუალედური წერტილი გახდება სტამბული, სადაც 5 ნოემბერს ახალი მატარებლის საზეიმო დახვედრა მოეწყობა.

მარშრუტის პასუხისმგებელი ოპერატორია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ასოციაცია. აზერბაიჯანს ასოციაციაში წარმოადგენს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Container LLC.

მარშრუტი გადის ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე, ასევე შავი და ხმელთაშუა ზღვის პორტებზე. სწორედ ეს ქვეყნები მონაწილეობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ასოციაციაში.

სიან-პრაღის მარშრუტის რეალიზაციას წინ ასოციაციის წევრების მრავალრიცხოვანი შეხვედრები უძღოდა.

რა ინტერესი აქვს რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით >>

2019 წლის აპრილში პეკინის ფორუმზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ADY Container LLC-სა და ჩინურ Xi'an Continental Bridge International Logistics-ს შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის თანახმად კომპანიები 2019 წლის ბოლომდე 30 სატვირთო მატარებლის გაშვებას გეგმავენ.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების მიზნობრივი მოცულობა შეადგენს 60 ათას TEU-ს (პირობით ერთეულს), რაც გასული წლის მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება.