თბილისში მომხდარი აფეთქების საშინელი შედეგები – ფოტო

Sputnik

ძლიერი აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ამ შენობას, დაზიანებები გამოიწვია აგრეთვე დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები ტრაგედიის ადგილიდან.

აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სამი მათგანი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. კლინიკაში რჩება 39 წლის სოსო ჯავახიშვილი, რომელიც აფეთქებული ბინის მეპატრონეა. მან სხეულის 60%-ის დამწვრობა მიიღო.

ჯავახიშვილის ბინაში აღმოაჩინეს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი. სპეციალისტებმა ის რამდენჯერმე გააფრთხილეს საშიშროების შესახებ, თუმცა მამაკაცმა გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია.

ამ დროისათვის საცხოვრებელი კორპუსიდან ყველა მოსახლე ევაკუირებულია. დაახლოებით 170 ადამიანი სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილეს. აფეთქების ადგილზე მუშაობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაცია.

1 / 29
აფეტქების ადგილის ხილვისას რჩება განცდა, რომ აქ ტერაქტი განხორციელდა
2 / 29
თუმცა ეს ნგრევა ტერორიზმის შედეგი არ არის
3 / 29
ასე გამოიყურება საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგები
4 / 29
აფეთქებამ არამხოლოდ დაანგრია შენობის ნაწილი, კედლის ნაწილი აფეთქების ტალღამ გარეთ გამოისროლა
5 / 29
კედლის ნანგრევები 50 მეტრის რადიუსში გაიფანტა
6 / 29
ფოტოზე ჩანს, თუ როგორ დაზიანდა საყრდენი კედლები აფეთქების შედეგად
7 / 29
სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, და მის მიმდებარე შენობებში აფეტქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია
8 / 29
აგურების და სამშენებლო მასალების ნამსხვრევები ყველა მიმართულებით გაიფანტა
9 / 29
აფეთქების გამო კორპუსში სხვა ბინებიც დაზიანდა. მათი მფლობელები როდის დაბრუნდებიან სახლში, ჯერ-ჯერობით უცნობია
10 / 29
ზოგიერთი ავტომობილი სრულად განადგურდა. განსაკუთრებით დაზიანდა ის მანქანები, რომლებიც აფეთქებული სახლის მოპირდაპირედ იდგა
11 / 29
ზოგიერთ ავტომობილს უფრო მეტად გაუმართლა - ამ მიკროავტობუსს მოხვდა კედლის ნანგრევი, თუმცა მისი აღდგენა შესაძლებელია
12 / 29
ასეთი სურათი ხშირად გვინახავს ტერაქტების ადგილებზე
13 / 29
ეს ავტომობილები ასევე აფეთქებამ დააზიანა
14 / 29
ასე გამოიყურებოდა აფეთქების შემდეგ ქუჩის საპირისპირო მხარე
15 / 29
ავტომობილების დიდი ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება. ავტომობილისებს შორის კი ავტოდაზღვევა ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულია, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს ზედმეტი ხარჯია
16 / 29
აფეტქება დილი 08:15 საათზე მოხდა. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა. საცხოვრებელი კორპუსის ძირში განთავსებულია კვების ობიექტი და მაღაზია
17 / 29
მოპირდაპირე კორპუსის მცხოვრებებს დილით ეზოში ასეთი სურათი დახვდათ
18 / 29
კედლის ნაწილი დისტრიბუციის მიკროავტობუსს მოხვდა. ღია საბარგულის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ აფეთქება მანქანის გადმოტვირთვის დროს მოხდა. საბედნიეროდ, ავტომობილში არავინ იმყოფებოდა
19 / 29
წარმოსადგენად შემზარავია, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ქუჩაზე რომ ხალხმრავლობა ყოფილიყო
20 / 29
აფეთქების ადგილზე პოლიცია ოპერატიულად მივიდა. ტერიტორია სრულად შემოიფარგლა უსაფრთხოების მიზნით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მოქალაქე ლენტების გადალახვას ცდილობდა და პოლიციას ეკამათებოდა
21 / 29
ამ ფოტოს დანახვისას გასაგები ხდება, თუ რამდენად საშიშია ბუნებრივი აირის აფეთქება
22 / 29
ის, რაც გურამიშვილის გამზირზე მოხდა, პირველი შემთხვევა არაა თბილისში
23 / 29
გამომზიებელ-კრიმინალისტი აფეთქების ადგილზე მუშაობს. შსს-ის ეს თანამშრომელი შენობაში აფეთქების შემდეგ პირველი შევიდა
24 / 29
თბილისის მოსახლეობამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს უსაფრთხოიებას და ყურადღებით იყვნენ გაზის მოწყობილობებთან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში
25 / 29
აფეთქებული ბინის მეპატრონე 39 წლის სოსო ჯავახიშვილია, რომელმაც სხეულის 60%-ის დამვწრობა მიიღო. მის ბინაში აღმოაჩინეს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი. გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ის რამდენჯერმე გააფრთხილეს საშიშროების შესახებ, თუმცა მამაკაცმა გაფრთილებას ყურადღება არ მიაქცია
26 / 29
პრობლემის უყურადღებოდ მიტოვების გამო 16 სართულიანი სახლის 170 მაცხოვრებელი სასტუმროებში განათავსეს
27 / 29
თუ კი უმეტესობას ბინებში დაბრუნების ნებართვას მისცემენ, რა ელით უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეებს?
28 / 29
პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება
29 / 29
ოფიციალური ენით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე