ყვითელი ამბები

„არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს“ - მოდელი რუსა ჩაჩუა საიდუმლოს ამხელს

რუსკას ოთხი შვილი ჰყავს. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და  ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან ორი შვილი შეეძინა
Sputnik

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუსა ჩა­ჩუა 4 შვი­ლის დე­დაა. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა წლი­დან წლამ­დე სულ უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი ხდე­ბა. რო­გორც მო­დე­ლი Instagram-ის პი­რად გვერ­დზე ამ­ხელს, მისი იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი და წონა დიდი შრო­მის შე­დე­გია და სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს.

ცოტა ხნის წინ მო­დელ­მაახალი ფოტო დადო და მის გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ი­დუმ­ლოც გა­ამ­ხი­ლა. 

„დიდი შრო­მის შე­დე­გია ჩემი დღე­ვან­დე­ლი წონა, რად­გან ად­ვი­ლად ვი­მა­ტებ! არ და­ი­ჯე­როთ რომ შიმ­ში­ლით მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ შე­დეგს - ნა­ცა­დი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი. მთე­ლი 17 წელი გა­მოვ­ცა­დე და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მაქვს სა­კუ­თარ თავ­ზე. დი­ე­ტა­ზე შე­მიძ­ლია ნაშ­რო­მიც გა­მოვ­ცე. და­მი­ჯე­რეთ, მი­ირ­თვით 6 სა­ა­თამ­დე დღე­ში 3-4 ჯერ. წყა­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი! მე პი­რა­დად არ მიყ­ვარ­და და შე­ვიყ­ვა­რე“, - წერს მო­დე­ლი.

რუსკას ოთხი შვილი ჰყავს. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და  ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან ორი შვილი შეეძინა. უფროსი შვილი – თაზო სახვაძე, 17 წლისაა, ფეხბურთელია და როგორც რუსა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ძალიან დიდი გეგმები აქვს.

მეორე შვილი – ნადია სახვაძეა, სკოლაში სწავლობს და პარალელურად „სუხიშვილების“ აკადემიაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ეუფლება. ნატაშა ნაფეტვარიძე 4 წლისაა, ხოლო მეოთხე - ვაჟი რუსას ორი წლის ჰყავს.