თერჯოლაში უცხო ქვეყნის მოქალაქის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულმა სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. სამართალდამცველებმა თერჯოლაში 31 წლის ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თერჯოლაში მდებარე სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.ქ.-მ მოპარული ფული ამავე კვების ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის უკან გადამალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ მის მიერ მოპარული და გადამალული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მეხუთე სართულის აივანზე გამოკეტილი ქურდი: პეკინზე ერთი პირი დააკავეს >>

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.