აფეთქება ღრმაღელესთან: ერთ-ერთი დაშავებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია

ექიმები ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლისთვის იბრძვიან - სერიოზული დამწვრობების შედეგად ის შოკურ მდგომარეობაში
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც თბილისში აფეთქების შედეგად დაშავდა, უკიდურესად მძიმე, განუცხადა ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.

„გვეგონა მთელი რაიონი აიწია“ - კორპუსის მაცხოვრებლები აფეთქებას იხსენებენ >>

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

„აღნიშნული პაციენტი შემოიყვანეს დილის ცხრა საათზე. მდგომარეობა არის უმძიმესი. იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში. მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. მდგომარეობა უმძიმესია, ჯერ რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. პაციენტს, 39 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის 60 პროცენტი. ჭრილობები უბნობრივად არის სხვადასხვა ადგილას გაფანტული, ასევე აქვს სასუნთქი გზების დამწვრობა“, – განაცხადა დავლიანიძემ.

აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. დანარჩენი სამი დაშავებულიც საავადმყოფოშია მოთავსებული, მათი მდგომარეობა სტაბილური.

აფეთქება ღრმაღელესთან: ბინაში სახიფათო გაზდანადგარი იყო დამონტაჟებული

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.