მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირის სამიტზე ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს

ბანკის ახალი პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას 1 ნოემბრიდან დაიწყებს.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის სამიტმა პარასკევს ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველად კრისტინ ლაგარდი დაამტკიცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროკავშირის საბჭოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„ევროპულმა საბჭომ დღეს კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად რვა წლის ვადით დანიშნა", – ნათქვამია სამიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

ლაგარდი მარიო გრადის 1 ნოემბრიდან შეცვლის. მისი კანდიდატურა ივლისის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებთან უკვე შეათანხმეს.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს>>

კრისტინ ლაგარდი ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობს. უფრო ადრე ის საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი იყო.