თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. კატალონიაში არეულობების დროს გუშინ 96 ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
უფრო ადრე მასმედიაში საპროტესტო აქციის 40 მონაწილისა და 24 პოლიციელის დაშავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
სამედიცინო დახმარება ყველაზე მეტად ბარსელონაში დასჭირდათ – 57 ადამიანს. 14 ადამიანი დაშავდა მანრესაში, 12 – ლერიდაში, 9 – ჟირონაში, დანარჩენები – სხვა ქალაქებში.
იზრდება დაკავებულების რიცხვი. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად დაკავებულია 32 ადამიანი.
ბარსელონაში მასობრივი აქციები 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის საქმეზე კატალონიელ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.
მასობრივი საპროტესტო აქციები ბარსელონაში: დაშავდა 130 ადამიანი>>
კერძოდ, ორშაბათს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის განაჩენი 12 პოლიტიკოსს გამოუტანა. ცხრა მათგანს ამბოხება ედება ბრალად, მათ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. სამ მათგანს კი დაუმორჩილებლობა – მათ სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.