თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi საქართველოს დედაქალაქში 30 ოქტომბერს დაიწყება და 4 ნოემბრამდე გასტანს – ქართველი მოდის მიმდევრები 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციებს ნახავენ.
ამ სეზონზე ჩვენებების ძირითადი ნაწილი გაიმართება თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე (ფილარმონია) და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა და კულტურის ცენტრში. MBFWT-ს შოუები ასევე გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ვაკის პარკში და სხვა ადგილებში.
პირველ დღეს, 30 ოქტომბერს მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, ფილმების ჩვენებები და კონფერენციები. 31 ოქტომბრიდან თბილისი გადაიქცევა მთელი რეგიონიდან ჩამოსული მოდის მოყვარულთა ცენტრად. სეზონის გახსნაზე თავიანთ კოლექციებს წარმოადგენენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Le Mocassin Zippe, Tatuna, Goladamian, Liya, Avtandili და Aka Prodiashvili.
მესამე დღეს, 1 ნოემბერს მაყურებელი ნახავს შემდეგი დიზაინერების დეფილეს: Pitti Tutoring & Consulting, Situatiоnist, Materiel, Aka Nanita, Salakaia, Lako Bukia და Tamra X Tamraskateboards.
შაბათს, 2 ნოემბერს ჩვენებების სერიას გახსნის George Keburia, შემდეგ გააგრძელებენ Babukhadia, Lado Bokuchava, Dalood, Mach & Mach, Ingorokva და David's Road. 3 ნოემბერს გაიმართება დიზაინერების – Anouki, Lalo, Janashia, Tamara Kopaliani, Aleksander Akhakatsishvili, Bicholla და Datuna ჩვენებები.
მოდის კვირეულს 4 ნოემბერს დაასრულებს შემდეგი მოდელიერების ჩვენებები: Levau Shvelidze, Blikvanger, Tako Mekvabidze, Nemsen და Bessarion. მოდის კვირეულის ჩვენებების დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.
ტრადიციულად, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ეწვევა ათეულობით უცხოელი სტუმარი. მათ შორის იქნებიან მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდური გამოცემების ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
Mercedes-Benz Fashion Week — ეს არის საერთაშორისო მოდის კვირეულების სერია, რომელიც კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ არის ორგანიზებული. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, მათ შორის არის რუსეთი, გერმანია, აშშ, თურქეთი, ავსტრალია და სხვ.