საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ყაზახეთის, უნგრეთისა და ხორვატიის გუნდებს მოუგეს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა (U-19) ხორვატიის ნაკრებს 2:0 მოუგო და ევროპის 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა. ჩემპიონატი ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარდება.

ქართულმა ნაკრებმა რამაზ სვანიძის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამი მატჩი მოიგო – ყაზახეთის, უნგრეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა გიბრალტარს მოუგო

ხორვატიის წინააღმდეგ მატჩში ქართველებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში მერვე წუთზე გულიაშვილმა გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა ცხრა ქულით შესარჩევი რაუნდის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და განაგრძობს ბრძოლას ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის. სულ დაკომპლექტდება შვიდი ელიტ-რაუნდი, რომელთა გამარჯვებულები ტურნირის მასპინძელ ქვეყანას ბელფასტში 2020 წლის 19 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით შეუერთდებიან.