ლონდონი ქვევრის ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

ღონისძიება ქართული ღვინის იმპორტიორთა ჯგუფის მიერაა ორგანიზებული.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ლონდონში 19 ოქტომბერს ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ღვინის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა”: პრეზიდენტი გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაესწრო

ორგანიზატორების ცნობით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის გულში ქვევრის ღვინის შესანიშნავი კოლექცია იქნება წარმოდგენილი.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, 20-მდე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნონ, რომელიც იმპორტირებული და ხელმისაწვდომია გაერთიანებულ სამეფოში. მათ ასევე შეეძლებათ ისიამოვნონ ქართული ცეკვებით და მიიღონ უამრავი ინფორმაცია საქართველოს, მეღვინეობის, მისი უძველესი ტრადიციების, კულინარიის კულტურისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ.

ღონისძიება ქართული ღვინის იმპორტიორთა ჯგუფის მიერაა ორგანიზებული.

ქვევრის ღვინის ფესტივალი ლონდონში პირველად 2018 წელს გაიმართა.