თბილისთან ავარიაში მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მოტოციკლის მძღოლი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.