ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

მამაკაცმა ხუთი წლის ბავშვთან წინასწარი შეცნობით რამდენჯერმე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, როგორც საკუთარ სახლში, ასევე ბავშვის საცხოვრებელ სახლშიც.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ხუთი წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისში სექს-მანიაკი დადის: მსხვერპლებმა 23 წლის სპორტსმენი ამოიცნეს

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცმა 5 წლის ბავშვთან წინასწარი შეცნობით რამდენჯერმე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, როგორც საკუთარ სახლში, ასევე ბავშვის საცხოვრებელ სახლშიც.

სამართალდამცავებმა  მამაკაცი ივლისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.