კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუარესდა

საქართველომ მაჩვენებლები მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის მიმართულებით გაიუარესა.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა და ამით გასული წლის შედეგები რვა პოზიციით გაიუარესა, ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებში. 

Standard & Poor's საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ზრდის

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი შეიცავს სამ ძირითად ბლოკს 12 მაჩვენებლით, რომელთა მიხედვითაც ფასდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სანიტარიული პირობები, საბაზისო განათლება, შრომის ბაზრის მდგომარეობა და სხვა პარამეტრები.

კვლევის ავტორებმა საქართველოს მაქსიმალური შვიდიდან ოთხი ქულა მიანიჭეს. რეიტინგის თანახმად, საქართველომ თავისი მაჩვენებლები გაიუარესა მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის თვალსაზრისით. ამასთან ერთად საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა გამჭვირვალობის, ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის დინამიკის თვალსაზრისით.

კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსში პირველ პოზიციებზე სინგაპური, აშშ და ჰონგ-კონგი არიან. რეიტინგის ბოლოში – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იემენი და ჩადი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, სომხეთს 69-ე ადგილი უკავია, აზერბაიჯანს – 58-ე, თურქეთს – 61-ე, რუსეთს – 43-ე.