რატომ დარჩა ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე? – ტელეწამყვანის მოულოდნელი პასუხი

საზოგადოებას ია ფარულავამ ინტიმური ხასიათის ფილმში „სიყვარული ვენახში“ მონაწილეობით დაამახსოვრა თავი. თუმცა მანამდე უამრავი სხვა როლი და ჯილდო იყო.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაში იას უამრავი კითხვას უსვამენ. თავის მოვლის საშუალებები ახლა უკვე ძველი თემაა. ფარულავას თაყვანისმცემლები გულახდილ პასუხს სიყვარულზე, "რუსთავი 2"-ში დარჩენაზე, კაცების სურვილებსა და უწმაწური სიტყვების გამოყენებაზე სთხოვენ. ყველა ამ კითხვას ვარსკვლავმა საკუთარი Instagram-ის „სთორიში“ უპასუხა.

„ვიტანჯებოდი, გადიოდა წლები და ვამბობდი, რა დებილი ვიყავი“ – ია ფარულავას გულახდილი პასუხი

მსახიობი ია ფარულავა, თითქმის ერთი წელია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „ფარული კონვერტის“ წამყვანია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, რომ ის უარს იტყოდა „რუსთავი 2“-ის ახალ მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე და არხს დატოვებდა.

რატომ დარჩა „რუსთავი 2“-ზე ამ კითხვით პოპულარულ მსახიობს და ტელეწამყვანს Instagram-ზე მიმართეს, რასაც ასე უპასუხა: 1.სხვა არხიდან არანაირი შემოთავაზება არ მომსვლია, 2. ტვ „იმედში“ დაბლოკილი ვარ, 3. ვიღაცებს აქვთ გადაცემები და მე სახლში უგადაცემოდ უნდა წავსულვიყავი? ამას ვერავინ მიიღებს! ია ფარულავა ეკრანზე უნდა იყოს!“