საქართველოში უმუშევრობის პრობლემებით სპეციალური სააგენტო დაკავდება

ახალ სააგენტოს გადაეცემა მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის საკითხები, რასაც ადრე სოციალური მომსახურების სააგენტო განაგებდა
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ  ქვეყანაში უმუშევრობის შემცირების მიზნით შექმნა ცალკეული სააგენტო - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, მთავრობამ მიიღო საგანგებო დადგენილება, რომლის თანახმად ახალი სააგენტო უმუშევრობის პრობლემების გადაჭრას ითავებს, რასაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებდა.

კახა კალაძე: „შმაქსი“ „მიიშმაქსება“

ახალი უწყების შექმნის მიზანი არის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის პირველი კვარტლის ბოლოს უმუშევრობის დონე 12,8%-ს შეადგენდა.

საქართველოს მთავრობის წევრების არაერთი განცხადებით, უმუშევრობის შემცირების ტემპები ძალიან დაბალია. პროცესის დასაჩქარებლად 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განუხრელად განაგრძოს რეფორმების პროგრამის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო მოცულობით ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოში უმუშევრობის პრობლემებით სპეციალური სააგენტო დაკავდება