საქართველო უცხოეთში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს

ქვეყნის საგარეო უწყების უახლოეს გეგმებში შედის იტალიასა და აშშ-ში ახალი საკონსულოს და აფრიკასა და აზიაში საელჩოების გახსნა.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს საკონსულო გაიხსნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს ეკონომიკური დესპანები საქმიანობას 2020 წლიდან შეუდგებიან

„ბარიში ძალიან დიდია ჩვენი თანამოქალაქეების კონცენტრაცია და არის უმწვავესი პრობლემა და საჭიროება, რომ მათ ჩვენი საკონსულო სერვისები მივაწოდოთ", – აღნიშნა ნინუამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს საკონსულოს გახსნა იგეგმება ასევე აშშ-ში, კერძოდ, სან-ფრანცისკოში.

წლის ბოლოს საქართველოს საელჩო გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რაც შეეხება საქართველოს საელჩოს ვიეტნამში, მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო.

2020 წელს საქართველოს საელჩო ასევე შესაძლოა დასავლეთ აფრიკაში – სენეგალში ან განაში გაიხსნას.